ხშირად დასმული კითხვები
ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ჩვენს სერვისებზე
რა ვადებში მზადდება ვებსაიტი?
დამოკიდებულია სირთულეზე: ლენდინგი — 3–5 დღე, სრული ბიზნეს საიტი — 7–14 დღე, რთული ვებ აპლიკაცია — 2–4 კვირა. SaaS MVP — 3–6 კვირა. ზუსტ ვადას შევთანხმდებით პროექტის დაწყებამდე.
როგორ ხდება გადახდა?
პროექტის 50% — წინასწარ, 50% — ჩაბარებისას. გრძელვადიან პროექტებზე (SaaS, რთული აპლიკაციები) შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა (25%–25%–25%–25%).
იძლევით გარანტიას შესრულებულ სამუშაოზე?
დიახ. ყველა პროექტს ახლავს 1 თვიანი უფასო მხარდაჭერა — შეცდომების გასწორება, მცირე ცვლილებები. გრძელვადიანი მხარდაჭერა ხელმისაწვდომია ტექნიკური მომსახურების პაკეტით (თვეში 200₾-დან).
შეიცავს თუ არა ფასი დომენსა და ჰოსტინგს?
არა. ფასი მხოლოდ დეველოპმენტია. დომენის (50–100₾/წელი) და ჰოსტინგის (20–100₾/თვე) ხარჯებს კლიენტი ფარავს. საჭიროების შემთხვევაში, ვეხმარებით არჩევასა და კონფიგურაციაში.
შემიძლია თუ არა საიტის შემდგომში დამოუკიდებლად მართვა?
დიახ. ვაკეთებთ CMS-ინტეგრაციას (Sanity, Strapi) ან მარტივ ინტერფეისს, სადაც თავად შეძლებთ კონტენტის რედაქტირებას. საჭიროების შემთხვევაში, ჩავატარებთ ტრენინგს.
რა შემთხვევაში მჭირდება SaaS MVP?
თუ გაქვთ იდეა აბონემენტზე დაფუძნებული სერვისის, პლატფორმის ან მარკეტპლეისის — MVP (Minimum Viable Product) საშუალებას მოგცემთ სწრაფად გამოხვიდეთ ბაზარზე, შეამოწმოთ ჰიპოთეზა და მიიღოთ პირველი მომხმარებლები.
მუშაობთ თუ არა AI ინტეგრაციაზე?
დიახ. ChatGPT-ის, ქასთომ AI-ის, RAG-ის, ჩეთბოტებისა და ავტომატიზაციის ნებისმიერი ტიპის ინტეგრაცია. AI-ს ვიყენებთ როგორც დეველოპმენტის პროცესში, ასევე მზა პროდუქტის ნაწილად.
აკეთებთ თუ არა SEO-ს?
დიახ. ტექნიკურ SEO (sitemap, robots.txt, schema markup, meta tags, Open Graph, Core Web Vitals) — სტანდარტულად შედის ყველა პროექტში. ღრმა SEO ოპტიმიზაცია (კონტენტი, ლინკბილდინგი, ანალიტიკა) — ცალკე პაკეტი 800₾-დან.
როგორ ხდება კომუნიკაცია?
Telegram-ით, WhatsApp-ით, Zoom/Meet-ით (შეხვედრები) და ელ.ფოსტით. კლიენტს გადაეცემა პირდაპირი საკონტაქტო ინფორმაცია ნომერზე +995 593 00 30 40.
შემიძლია თუ არა უკვე არსებული საიტის განახლება?
დიახ. ვმუშაობთ არსებულ საიტებზეც — რედიზაინი, სიჩქარის ოპტიმიზაცია, ახალი ფუნქციების დამატება, პლატფორმიდან მიგრაცია (WordPress → Next.js).
რა ენებზე შეგიძლიათ საიტის გაკეთება?
ქართული (ნაგულისხმევი), ინგლისური, თურქული, ებრაული, არაბული, უკრაინული, სომხური და აზერბაიჯანული. ჩვენ სრულად ვართ აღჭურვილი მრავალენოვანი, გლობალური პროექტებისთვის.
რას ნიშნავს „500 მცირე მეწარმე“?
ეს არის ჩვენი სოციალური კამპანია — 500 ახალბედა მეწარმეს ვუკეთებთ ლენდინგს 100₾-ად (სტანდარტული ფასი 300₾). მიზანია ხელი შევუწყოთ ქართული მცირე ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციას.
ვერ იპოვეთ პასუხი?
მოგვწერეთ hello [at] sitech.ge